ხაჭოს პასკა

დაგჭირდებათ:

600 გ მშრალი ხაჭო

200 გ არაჟანი 20%

150 გ შაქრის პუდრი

150 გ კარაქი

1 ჩ.კ. ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

დამატებით – შოკოლადის მარცვლები, ნუში, სხვა თხილეული, ჩირეული და ა.შ, კულიჩის სანელებლები სურვილისამებრ.

 

მომზადების მეთოდი:

გაცერით შაქრის პუდრი და ათქვიფეთ ოთახის ტემპ.კარაქთან ერთად.

ხაჭო გაატარეთ საცერზე ორჯერ ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი და დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ.

დოლბანდი ( მარლა) კარგად გარეცხეთ და გაწურეთ, სამმაგი ფენა ჩააფინეთ საწურში, გადაიტანეთ ხაჭოს მასა, გადააფარეთ დოლბანდის კიდეები, შეფუთეთ. დაადეთ სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში ერთი ღამით მინიმუმ. პერიოდულად გადაუწურეთ სითხე, რომელსაც მოიყენებს.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გადაასხათ შოკოლადის განაში (1:1 შოკოლადი და ნაღები)

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ხაჭოს პასკა”

Your email address will not be published. Required fields are marked *