ბასკური ჩიზქეიქი

“დამწვარი” ჩიზქეიქი 90-იან წლებში ესპანეთში, სან-სებასტიანის ერთ-ერთ კაფეში გამომცხვარა პირველად. მე ვიტყოდი, რომ ნიუ-იორკელ ვარსკვლავს სერიოზული კონკურენტი ჰყავს, ჩიზი მომწვარი ზედაპირით, რომელიც კარამელის გემოს აძლევს, უნაზესი ტექსტურით და თანაც ძალიან მარტივად მოსამზადებელი, არ აქვს ძირი, არ სჭირდება დამატებითი სოუსი, კენკრა ან სხვა მოსართავი, თავისთავად იდეალურია.

 

დაგჭირდებათ:

650 გ კრემ-ყველი

200 გ შაქარი

მწიკვი მარილი

1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი ან 1 ვანილის ჩხირი

3 კვერცხი

270 გ ნაღები 35%

40 გ ფქვილი.

20 სმ დიამეტრის ყალიბი

საცხობი ქაღალდი

 

საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი ან შეასხით ცხიმის სპრეი, ჩასვით ქაღალდი, ასე მარტივად მიეწებება და მასის ჩასხმა არ გაგიჭირდებათ.

გააცხელეთ ღუმელი 205-210 გრადუსზე.

 

ათქვიფეთ კრემ ყველი (მიქსერის ბრტყელი თავაკი)

დაუმატეთ შაქარი, გადათქვიფეთ, ვანილის ექსტრაქტი და მარილი.

კვერცხი ჩაყარეთ სათითაოდ, თან თქვიფეთ. 

ჩაასხით ნაღები, კარგად გადათქვიფეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა და დააცერით ფქვილი, გადაურიეთ. 

მასა საკმაოდ თხელია, არ შეშინდეთ, ასეც უნდა იყოს.

ჩაასხით ყალიბში და აცხვეთ 50-70 წუთი ან ვიდრე ზედაპირი კარამელის ფერს არ მიიღებს. ჩიზი ითამთამებს, მაგრამ გაგრილების შემდეგ ჩავარდება და მყარი გახდება. გამოიღეთ, გააგრილეთ და მიირთვით.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ბასკური ჩიზქეიქი”

Your email address will not be published. Required fields are marked *