ჯანსაღი კვების STARTER KIT

ბევრისთვის “ჯანსაღი კვება” რუტინაა, მაგრამ თუ შენ ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს ამ თავგადასავალში, აქ მოგიყვები როგორ და რა პროდუქტებით დაიწყო.

1 დაუმეგობრდი და შეიყვარე ავოკადო – ბევრისგან მსმენია, რომ ავოკადო იყიდა, გასინჯა და არ მოეწონა, უმეტესად, ეს იყვნენ ადამიანები, რომელთაც უჭამიათ უმწიფარი ნაყოფი. მაღაზიების დახლებზე, ძირითადად, შეხვდები მკვახე ნაყოფს. უნდა წამოიყვანო და დაამწიფო ოთახის ტემპერატურაზე, დადო ვაშლებთან ერთად, როდესაც ავოკადო დარბილდება, გადაიტანე მაცივარში რომ მალევე არ გაგიფუჭდეს (თუ ბევრი გაქვს), გაიკეთე სმუზი, სენდვიჩი, გუაკამოლე, დაამატე სალათაში. ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ნუტრიენტების სიმრავლის გამო, შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს.

2 გაუშინაურდი თესლების, მარცვლეულის და თხილეულის დალბობა-გაღვივებას, ამ თემაზე ვრცელ პოსტს ჩემს კედელზე იპოვი.

3 კვების რაციონში დაამატე სხვა “სუპერფუდები”ც (ავოკადო, თხილები, თესლები უკვე ვახსენეთ) – ეს არის მცენარეული პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევა ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციით. სუპერფუდებია – მატჩა, შავი შოკოლადი (75% კაკაო), სპირულინა, სელი, ზეითუნის ზეთი, გოჯი კენკრა, ორაგული, კეილი, კურკუმა, ასაი, ბოკ ჩოი, ისპანახი, ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი, იოგურტი/მაწონი, გოგრა, კივი, სოია…

4 ჭამე მეტი ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვნები. ხილი ზომიერად, ბევრი კენკრა და ციტრუსი.

5 ეცადე შეამცირო შაქრის მოხმარება, მაგალითად – არ ჩაიყარო ყავაში/ჩაიში (იწვალებ 1 კვირა და შეეჩვევი), არ დალიო ნაყიდი წვენები. 

5 შეამცირე თეთრი ფქვილის ნაწარმი – პურები, მაკარონი, უპირატესობა მიანიჭე სრულმარცვლოვანს.

6 დალიე წყალი

7 იპოვე ისეთი ფიზიკური აქტივობა, რომლის კეთებაც გსიამოვნებს შენ და არა რომელიც ტრენდულია. 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ჯანსაღი კვების STARTER KIT”

Your email address will not be published. Required fields are marked *