კუსკუსი

კუსკუსი ხორბლის ფქვილისგან დამზადებული მცირე ზომის პასტაა (მაკარონი), რომელიც დაახლოებით მე-11 საუკუნეში ბერბერებმა გამოიგონეს ალჟირში და მაროკოში. ტრადიციულად კუსკუსი მზადდებოდა ასე – ფქვილით (semolina) სავსე ჯამში ასხამდნენ მარილიან წყალს მცირე რაოდენობით, და თითებით ურევდნენ რომ მიეღოთ მცირე ზომის ბურთულები 1-3 მმ. კუსკუსის ცომი არ იზილება, შესაბამისად გლუტენიც ნაკლებია. პატარა ბურთულები არ საჭიროებს დიდი რაოდენობით წყალში ხარშვას, როგორც პასტა. ტრადიციულად ამზადებენ არომატული წვნიანის ხარშვისას ორთქლის აბაზანაზე. თანამედროვე, დაფასოებული კუსკუსი ძირითადად მზადდება 5-15 წუთში მდუღარე წყლის დამატებით 1:1, შეფუთვას ყოველთვის აწერია მომზადების ინსტრუქცია, დრო დამოკიდებულია კუსკუსის ზომაზე. მისგან ამზადებენ სალათებს (ტაბულე), გარნირებს.

შეგხვდებათ წვრილი (მაროკოული), საშუალო (ისრაელის) და მსხვილი (ლიბანური) მარცვლები.

სარგებელი: სრულმარცვლოვანი კუსკუსი უჯრედისის წყაროა. შეიცავს სელენიუმს, ფოსფორს, მცენარეულ პროტეინს.

გლუტენის შემცველი პროდუქტი.

100 გ კუსკუსი – 112 კალორი

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “კუსკუსი”

Your email address will not be published. Required fields are marked *