იდეალური ტარტის ცომის 10 ოქროს წესი

1 სასურველია ყველა ინგრედიენტი იყოს ცივი, ერთი ტემპერატურის.

2 ტარტის ცომი არ იზილება დიდხანს, მხოლოდ ინგრედიენტების “გაერთიანებაა” საჭირო იდეალურად ხრაშუნა ცომისთვის.

3 მზა ცომი მინიმუმ 30 წუთით უნდა გაცივდეს მაცივარში, იდეალურია მთელი ღამით.

4 ცომი გადაფუთეთ გრინში  (საკვები პარკი) და ასე შეინახეთ.

5 მაცივრიდან გამოღებული ცომი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი, სანამ ფორმირებას შეუდგებით, ასე აირიდებთ თავიდან ცომის დატეხას.

6 ტარტის ცომს არ სჭირდება საცხობი პუდრი ან სოდა!!!

7 თავიდან რომ აიცილოთ ცომის შეწებება ხელებზე და ზედაპირზე, დაფქვილეთ ზედაპირი, საბრტყელებელი და ხელები, არა ცომი. ან გააბრტყელეთ ორ პერგამენტს შორის.

8 საცხობ ფორმას წაუსვით დამდნარი კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, გადაბერტყეთ ზედმეტი ფქვილი – ასე ტარტი ადვილად ამოვა ყალიბიდან

9 მას შემდეგ, რაც ცომს ფორმაში ჩააკრავთ, შეინახეთ მაცივარში კიდევ 20 წუთით, ან საყინულეში 10 წუთით.

10 გამოცხობის შემდეგ ამოიღეთ ტარტი ყალიბიდან და გააგრილეთ ცხაურაზე.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “იდეალური ტარტის ცომის 10 ოქროს წესი”

Your email address will not be published. Required fields are marked *