ნადუღის ჩიზქეიქი

ძირი:

155 გ ორცხობილა

90 გ კარაქი

2 მწიკვი ზღვის მარილი

ყალიბი დიამეტრით 26

 

ჩიზის გული:

50 გ კარაქი

4 კვერცხი

160-180 გ შაქარი

550 გ ნადუღი (რიკოტას სტილის)

220 გ კრემ-ყველი

1 ლიმონის ცედრა

½ ლიმონის წვენი

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან პასტა

40 გ ფქვილი

 

გაადნეთ კარაქი და და შეურიეთ კომბაინში დაფქულ ორცხობილას, დაუმატეთ მარილი, ყალიბში ძირზე ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ორცხობილას მასა და კარგად ჩატკეპნეთ კოვზით ან ჭიქის ძირით, ოდნავ ამოუყვანეთ გვერდები.

tip: გასახსნელ ყალიბს შემოაკარით ორმაგი ფოლგა, რომ ტენი შეინარჩუნოს და არ გამოჟონოს სითხემ. 

შეინახეთ მაცივარში, სანამ გულს ამზადებთ.

გაადნეთ კარაქი.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

გულსართის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ფაფუკ კონსისტენციამდე, დაუმატეთ რიკოტას ტიპის ნადუღი ან გაცრილი ნადუღი, კრემ-ყველი, დამდნარი კარაქი, ვანილი, ცედრა და ლიმონის წვენი. კარგად გადათქვიფეთ და დააცერით ფქვილი, აურიეთ რომ გაიხსნას. ჩაასხით ყალიბში. 

აცხვეთ 1 საათი ორთქლით – საცხობ ფირფიტას დაასხით წყალი და ჩადგით ფოლგაამოკრული ყალიბი.

გააგრილეთ ნახევრად ღია კარით ღუმელში და გადაიტანეთ მაცივარში მთელი ღამით.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ნადუღის ჩიზქეიქი”

Your email address will not be published. Required fields are marked *