დეტოქსი

ჩვენს ორგანიზმს ბუნებრივად აქვს დეტოქსის უნარი, ჩვენი დახმარებით თუ მის გარეშე, ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ პროცესს ელემენტარული კვებითი ჩვევების გაუმჯობესებით, რადიკალური ზომების მიღების გარეშე (რომელიც, შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის).

პირველი რასაც გვირჩევენ სპეციალისტები არის მეტი სითხის მიღება – წყალი – ჰიდრატაცია ეხმარება თირკმლებს ტოქსინების გამოდევნაში. ციტრუსის დახმარებით კი მომნელებელი სისტემა უკეთ მუშაობს, რაც დეტოქსის დროს უაღრესად მნიშვნელოვანია. (თბილი) ლიმონიანი წყალი უზმოზე, იდეალური დასაწყისია. C ვიტამინი ეხმარება ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში. 

მცენარეული ჩაი (გვირილა, მწვანე) საუკეთესო არჩევანია ღვიძლის გასაწმენდად, 

პარალელურად უნდა შევამციროთ ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ორგანოები იმდენად ჩართულია ალკოჰოლის გადამუშავებაში, რომ ბუნებრივი დეტოქსის პროცესი ნელდება და უფრო რთულად მიიღწევა.

ვამატებთ რაციონში ანტიოქსიდანტებით მდიდარ პროდუქტებს – ავოკადო, მატჩა, შავი შოკოლადი (75% კაკაო), სპირულინა, სელი, ზეითუნის ზეთი, გოჯი კენკრა, ორაგული, კეილი, კურკუმა, ასაი, ისპანახი, ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი, იოგურტი/მაწონი, გოგრა, კივი, სოია…

უჯრედისით მდიდარ საკვებს, როგორიცაა უმი ბოსტნეული, ხილი, მთელმარცვლოვანი ბურღული, თესლები, პრობიოტიკები, თხილეული (ოღონდ არა გოზინაყში და ჩურჩხელაში). პარალელურად შესამცირებელია რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტები, შემწვარი საკვები, წითელი ხორცი და ძეხვეული. ეს პროდუქტები ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს, რაც ბუნებრივ დეტოქსს აფერხებს.

ისუნთქეთ ღრმად სუფთა ჰაერი, რომ ჟანგბადის ცირკულაცია არ შეფერხდეს სხეულში. ვარჯიში და მოძრაობა საუკეთესო გზაა დეტოქსის დასაჩქარებლად. 

სტრესი დეტოქსის პროცესის მთავარი შემაფერხებელია, დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონები წარმოქმნის ტოქსინებს, აფერხებს ღვიძლის ფუნქციას მათი გამოდევნის პროცესში. და ისევ ვარჯიში და მოძრაობა სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “დეტოქსი”

Your email address will not be published. Required fields are marked *