დაივიწყეთ ყველა ბრაუნი, რომელიც აქამდე მოგიმზადებიათ.
200 გ კარაქი
200 გ შავი შოკოლადი
მწიკვი მარილი
4 კვერცხი
200 გ შაქარი (სასურველია ყავისფერი)
100 გ ფქვილი
30 გ კაკაო
1 ჩ.კ საცხობი პუდრი
300-400 გ გაყინული ალუბალი (კურკაგამოცლილი)
კარაქი და შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე, კარგად გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააგრილეთ, დაუმატეთ მარილი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
კვადრატულ ან მართკუთხა ფორმაში (20×20) ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ გაგრილებული შოკოლადი და კარაქი, მოურიეთ და ბოლოს დააცერით ფქვილში არეული კაკაო და საცხობი პუდრი, ფრთხილად შეურიეთ ალუბალი. ცომი ჩაასხით ფორმში და აცხვეთ 30 – 35 წუთი. (დრო მოცემულია ელექტრო ღუმელისთვის, ზედა-ქვედა სიმხურვალე).
გააგრილეთ და რამდენიმე საათით შეინახეთ მაცივარში. დაჭერით კვადრატებად და გემრიელად მიირთვით.
Reviews
There are no reviews yet.