ბებოს რეცეპტი თლილი ჭიქიდან დავაკონვერტირე გრამებში, გადავაკეთე, გადმოვაკეთე და ფანტასტიკური რეცეპტი გამოვიყვანე. (გავანახევრე გულსართის ინგრედიენტები, რადგან ბევრი იყო. ამოვიღე ორცხობილა და მთლიანად ნიგვზით შევცვალე, შაქარი გამოვიყენე ყავისფერი).
ცომისთვის დაგჭირდებათ:
200 გ კარაქი
215 გ არაჟანი
500 გ ფქვილი
4 კვერცხის გული
გულსართი:
200 გ ნიგოზი
200 გ შაქარი
1 ჩ.კ დარიჩინი
მწიკვი მარილი
2 კვერცხის ცილა
რეცეპტი გვეუბნება ცომის ინგრედიენტები დავკეპოთო, მე მოვამზადე ტარტის ცომის პრინციპით, ცივი თხლად დაჭრილი კარაქი და ფქვილი გავაფხვიერე და დავუმატე არაჟანი და კვერცხის გული.
ცომს ვანაწილებთ 6 ნაჭრად, ვინახავთ მაცივარში, სანამ ვამზადებთ გულსართს.
ვაბრტყელებთ და თითოეულ დისკს, ვჭრით 8 სამკუთხედად. ჩავდებთ 1\2 ჩ.კ გულსართს და ვახვევთ კრუასანის პრინციპით.
ვაცხობთ 190 გრადუსზე 25-30 წუთი.
Reviews
There are no reviews yet.