ბადრიჯნის ტაბულე (2 ულუფა)

1/3 ჭიქა კუსკუსი

1 ბადრიჯანი

1 ტკბილი წიწაკა

1 პატარა თავი ხახვი

1 კბ ნიორი

1/2 წითელი ცხარე წიწაკა

მწიკვი ძირა

200 გ ჩერი პომიდორი

½ კონა პიტნა

½ კონა ოხრახუში

1 ლიმონის წვენი

5 ს.კ ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი გემოვნებით.

 

ზეითუნის ზეთში მოშუშეთ საშუალო კუბებად დაჭრილი ბადრიჯანი, 10 წუთის შემდეგ დაამატეთ იგივე ზომის ნაჭრებად დაჭრილი წიწაკა და ხახვი, წვრილად დაკეპილი ნიორი და დაჭრილი ცხარე წიწაკა, დაუმატეთ მარილი, ძირა და შუშეთ მზადყოფნამდე.

პარალელურად მოამზადეთ კუსკუსი.

თუ შეფუთვაზე არ არის დატანილი ინსტრუქცია, მცირე ზომის მარცვლებს დაასხით ერთი იმდენი მდუღარე წყალი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი, მოურიეთ, დაახურეთ თავზე და და დატოვეთ 10 წუთი. ჩანგლით აურიეთ, რომ განაცალკეოთ მარცვლები. დაუმატეთ მარილი, მოშუშული ბოსტნეული, დაჭრილი ჩერი და მწვანილები. მოასხით ლიმონის წვენი. მიირთვით თბილი.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ბადრიჯნის ტაბულე (2 ულუფა)”

Your email address will not be published. Required fields are marked *