დაგჭირდებათ
ცომისთვის:
150 გ ცეხვილი ფქვილი
250 გ პურსაცხობი ფქვილი
8 გრამი მომენტალური საფუარი
250 მლ თბილი წყალი
12 გ თაფლი
26 გ წიპწის ზეთი ან სხვა ზეთი
½ ჩ.კ მსხვილი მარილი
გურული სუნელისთვის:
½ ჭიქა მოხალული, კანგაცლილი თხილი
40 გ მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, კამა)
2 კბ ნიორი
1 ჩ.კ უხეში მარილი
1-2 მწვანე წიწაკა (ამოაცალეთ თესლები, თუ მწარე არ გიყვართ)
50 გ დამბალხაჭო ან სხვა მყარი, დაძველებული ყველი
ორივე სახეობის ფქვილი და საფუარი აურიეთ. თბილ წყალში გახსენით თაფლი, ჩაასხით ფქვილში, დაუმატეთ ზეთი და მოზილეთ ცომი ხელით ან მაგიდის მიქსერით, ცომი იზილება ხანგრძლივად, მიქსერის შემთხვევაში 10 წუთი. პროცესში დაუმატეთ მარილი.
ცომს გადაუსვით ზეთი, დააფარეთ გრინი (პარკი) ან ნაჭერი და დადგით თბილ ადგილას ამოსასვლელად 1-2 საათით.
სანამ ცომი ამოდის გავაკეთოთ სუნელი, ყველა ინგრედიენტი დავნაყოთ ან დავატრიალოთ ჩოპერში ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
ამოსული ცომი გადავზილოთ და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გადავუსვათ სუნელი, მოვახეხოთ ყველი და დავჭრათ კუბებად, კუბები დავალაგოთ ერთმანეთზე და ჩავდოთ წინასწარ დაფქვილულ მართკუთხედ ყალიბში. დავაფაროთ ნაჭერი და დაველოდოთ ამოსვლას 20-30 წუთი.
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ პური 30-40 წუთი ან ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
Reviews
There are no reviews yet.