1 სასურველია ყველა ინგრედიენტი იყოს ცივი, ერთი ტემპერატურის.
2 ტარტის ცომი არ იზილება დიდხანს, მხოლოდ ინგრედიენტების “გაერთიანებაა” საჭირო იდეალურად ხრაშუნა ცომისთვის.
3 მზა ცომი მინიმუმ 30 წუთით უნდა გაცივდეს მაცივარში, იდეალურია მთელი ღამით.
4 ცომი გადაფუთეთ გრინში (საკვები პარკი) და ასე შეინახეთ.
5 მაცივრიდან გამოღებული ცომი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი, სანამ ფორმირებას შეუდგებით, ასე აირიდებთ თავიდან ცომის დატეხას.
6 ტარტის ცომს არ სჭირდება საცხობი პუდრი ან სოდა!!!
7 თავიდან რომ აიცილოთ ცომის შეწებება ხელებზე და ზედაპირზე, დაფქვილეთ ზედაპირი, საბრტყელებელი და ხელები, არა ცომი. ან გააბრტყელეთ ორ პერგამენტს შორის.
8 საცხობ ფორმას წაუსვით დამდნარი კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, გადაბერტყეთ ზედმეტი ფქვილი – ასე ტარტი ადვილად ამოვა ყალიბიდან
9 მას შემდეგ, რაც ცომს ფორმაში ჩააკრავთ, შეინახეთ მაცივარში კიდევ 20 წუთით, ან საყინულეში 10 წუთით.
10 გამოცხობის შემდეგ ამოიღეთ ტარტი ყალიბიდან და გააგრილეთ ცხაურაზე.
Reviews
There are no reviews yet.