ბულგური (bulgur ან burghul) ხორბლის მომზადების უძველესი ტრადიციაა შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ტექნოლოგია ასეთია – ხორბალი იხარშება წყალში, შემდეგ შრება იქამდე, ვიდრე არ გახდება მყიფე. იფქვება მსხვილად (3,5 მმ), მარცვლები გამოიყენება სხვადასხვა კერძებში, გარნირად, წვნიანებში, სალათებში, ფლავში. შედარებით წვრილად დაფქული (1,5 – 2 მმ) – ტკბილ ფაფებში. რადგან წინასწარ მოხარშულია, მზადდება სწრაფად, შეფუთვაზე ყოველთვის დატანილია მომზადების ინსტრუქცია, დაფქვის ზომის მიხედვით.
სარგებელი: უჯრედისი, რკინა, ცილები, ვიტამინი B6.
შეიცავს გლუტენს.
100 გ მოხარშულ ბულგურში – 83 კალორია
Reviews
There are no reviews yet.