dsc_0220

მადლენები

ტრადიციული ფრანგული ნამცხვარი მადლენი ან როგორც ფრანგები ეძახიან – პატარა მადლენები – მარტივი მოსამზადებელია, მთავარია ფორმა შეიძინოთ და იმდენი ვარიანტი არსებობს… მადლენები ნუშით, ლიმონით, შოკოლადით, პომიდვრით, ყველით, ზეთისხილით…

აი, ერთი მათგანი – მადლენები თაფლით.

მოიმარაგეთ:

2 კვერცხი

100 გრ კარაქი (დაადნეთ და შეაგრილეთ)

60 გრ შაქარი

1ს.კ თაფლი

100 გრ ფქვილი

1 ჩ.კ ცომის გამაფხვიერებელი

კარაქი ფორმებისთვის, რომ არ მიიკრას.

 

ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე.

1 კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ და გადადეთ დროებით. მეორე კვერცხი და შაქარი თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ თეთრ, ფუმფულა მასას. შეურიეთ ფქვილი+საფხვიერებელი, მოურიეთ კარგად და დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ თაფლი და ბოლოს დამდნარი კარაქი.

საცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი ნახევრამდე და გამოაცხვეთ. 15 – 20 წუთი საკმარისი იქნება, რათა თქვენმა მადლენებმა სასურველი შეფერილობა მიიღონ. ცხელივე ამოიღეთ ფორმიდან და შეაგრილეთ.

მიირთვით ჩაისთან და გადაიკითხეთ პრუსტი 😉