1167524_753956277955739_2039446619_o

კექსი – ზებრა

ასეთი იდეალური ზოლების მიღება საკმაოდ ადვილია, მიჰყევით რეცეპტს და თავად დარწმუნდებით.

კექსისთვის დაგჭირდებათ:

250 მლ ზეთი
100 მლ რძე
250 გრ შაქარი
4 კვერცხი
125 გრ ფქვილი+1 ჩ.კ გამაფხვიერებელი+2 ს.კ კაკაო
175 გრ ფქვილი+ 1ჩ.კ გამაფხვიერებელი

მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.
ზეთი, რძე, შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, სასურველია სასწორის გამოყენება. ერთ ნაწილს შეურიეთ 125 გრ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, მეორე ნაწილს 175 გრ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიიღებთ ორი ფერის ცომს, ერთნაირი კონსისტენციის.


კექსის ან ტორტის გასახსნელ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი ან კარგად წაუსვით კარაქი. დაიწყეთ ცომის ჩასხმა, თითო სუფრის კოვზი სხვადასხვა ფერის ცომი მონაცვლეობით დაასხით ცენტრში, ქვედა ფენები თავისით გაიწევს კედლებისკენ, თქვენ მხოლოდ ცენტრში უნდა ასხათ ცომი, ეს არის მთელი საიდუმლო. ფორმა შედგით ღუმელში და აცხვეთ 50-60 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. შეაგრილეთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრი.  

გემრიელად მიირთვით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *