dsc_6617

სტაფილოს კექსი

უგემრიელესი და ამავე დროს სასარგებლო სტაფილოს კექსი, რეცეპტიც საკმაოდ მარტივი, მოკლედ, იდეალური ნამცვარია :)
დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1/3 ჭიქა ზეთი
4 ს.კ მაწონი
1/2 ჭიქა ნიგოზი
1 საშუალო სტაფილო, წვრილად გახეხილი
250 გრ ფქვილი
1 სავსე ჩ.კ გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
1/3 ჩ.კ დარიჩინი
1/3 ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი
1/3 ჩკ დაფქული მუსკატი

ღუმელი გავაცხელე 190 გრადუსზე.
ნიგოზი დავატრიალე ჩოპერში.
კვერცხი და შაქარი ავთქვიფე მიქსერით, დავუმატე ჯერ ზეთი, შემდეგ მაწონი, ნიგოზი, სტაფილო. ბოლოს მშრალი ინგრედიენტები, ერთმანეთში არეული. ცომი ჩავასხი საცხობქაღალდჩაფენილ ფორმაში, სამწუხაროდ დრო არ დამინიშნავს, მაგრამ მზაობის შემოწმება ხის ჩხირით არის შესაძლებელი. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *