76768

პარმეზანის ხრაშუნები

ამ რეცეპტით ევროპის სამხრეთ ნაწილში უნდა გამოგზაუროთ :)

დაგჭირდებათ:

200 გრ ყველი პარმეზანი

150 გრ კარაქი

150 გრ ფქვილი

½ ჩ.კ. ქონდარი

½ ჩ.კ როზმარინი

პარმეზანი წვრილ სახეხზე გახეხეთ. დიდ ჯამში აურიეთ ყველი, ფქვილი, ბალახები და ბოლოს, კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. ხელით კარგად ასრისეთ კარაქი ფქვილთან ერთად მანამ, სანამ არ მიიღებთ ფხვიერ მასას. დაუმატეთ 1 ს.კ ცივი წყალი, გააგრძელეთ ზელა – მასა უნდა დაემსგავსოს ცომს, უნდა შეიკრას. თუ ცომი მაინც იფხვნება, დაუმატეთ კიდევ ერთი კოვზი ცივი წყალი და გადაზილეთ. ასევე შეიგიძლიათ ყველა მშრალი ინგრედიენტი კომბაინში დაატრიალოთ ფქვილისებური მასის მიღებამდე, ბოლოს დაუმატოთ სითხე და ცომი მზად არის. ცომი დაამრგვალეთ, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში, შეინახეთ მაცივარში 1 საათით.

1 საათის შემდეგ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ცომი გააბრტყელეთ, დაახლოებით 1 სანტიმეტრზე. ამოჭერით ნებისმიერი ფორმით ან ჭიქით, გადაიტანეთ ფირფიტაზე და აცხვეთ 10-15 წუთი ან ორცხობილების შეწითლებამდე. ჩემი რჩევაა, ცხელს ნუ გასინჯავთ, უმჯობესია შეგრილებას დაელოდოთ. მერწმუნეთ, გრილი ბევრად გემრიელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *