dsc_7118_1

ამერიკული ხრაშუნები

საზომად აიღეთ 250 გრ ჭიქა.
მოიმარაგეთ:
✔110 გრ ოთახის ტემპ. კარაქი
✔1/2 ჭიქა შაქარი
✔1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
✔1 კვერცხი
✔1 ჭიქა ფქვილი
✔1/2 ჩ.კ მარილი
✔1/2 ჩ.კ სოდა
✔1/2 ჩ.კ გასაფხვიერებელი
✔1/2 ჭიქა შოკოლადის ნატეხები

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
დარბილებული კარაქი და ორივე შაქარი მიქსერით ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, თქვიფეთ დაახლოებით 5 წუთი. შეურიეთ კვერხცი, გააგრძელეთ მორევა კიდევ 3 წუთი. ახლა შეგიძლიათ გადახვიდეთ ხის კოვზზე ან სპატულაზე. ფქვილი, მარილი სოდა და საფხვიერებელი კარგად აურიეთ, ნელ-ნელა ჩაყარეთ კარაქიან მასაში, ურიეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, როგორც კი შეერევა ფქვილი, შეწყვიტეთ მორევა, ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ გლუტენი არ წარმოიქმნას და ხრაშუნები მაგარი არ გამოვიდეს. სულ ბოლოს დაუმატეთ შოკოლადი.
საცხობ ფირფიტას დააფინეთ პერგამენტი. თითო ფირფიტაზე დასვით მხოლოდ 6 ცომის გუნდა, დააშორეთ ერთმანეთს, რადგან ძალიან იზრდებიან ცხობისას. დაახლოებით 1 სადილის კოვზის ოდენობის ცომი, სველი ხელით შეგიძლიათ მოამრგვალოთ, გაბრტყელება საჭირო არ არის.
აცხვეთ 10-15 წუთი ან როგორც კი გვერდები შეებრაწებათ. გამოღებისთანავე აიღეთ პერგამენტი ფირფიტიდან და დადეთ გასაგრილებლად, ცხელი ხრაშუნები რბილია, მაგრამ გაციებისთანავე გამაგრდებიან.
სულ 15 ცალი გამომივიდა, ძალიან ტკბილია, უშაქრო ყავასთან იდეალურია.