62684_588191901198845_1549666383_n

ხაჭოს პასკა

ამ რაოდენობის მასალით გამოგივათ 1 საშუალო ან 5-6 პატარა პასკა.

დაგჭირდებათ:
600 გრ მშრალი ხაჭო
200 გრ არაჟანი
200 გრ შაქრის პუდრი
150 გრ კარაქი
1 ჩ კ შაქრიანი ვანილი ან ვანილის ექსტრაქტი
3/4 ჭიქა ქიშმიში, ან დაჭრილი კურაგა, ცუკატები, შტოშის ჩირი და ა.შ
1/2 ჭიქა ნუში
დოლბანდი (იყიდება აფთიაქებში)

მომზადება:
გარეცხეთ ქიშმიში და კარგად შეაშრეთ.

დაჭერით ნუში სიგრძეზე. რამდენიმე წუთით გამოაშრეთ ღუმელში, 180 გრადუსზე.

კარაქი და შაქრის პუდრი აურიეთ კოვზით, უნდა მიიღოთ თეთრი მასა, დაამატეთ ვანილი.

ხაჭო გაატარეთ საცერში ორჯერ, დაუმატეთ არაჟანი. (ან უფრო მარტივად – დააბლენდერეთ)

ხაჭოს და კარაქის მასა აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ ქიშმიში და თხილეული.

გაამზადეთ ფორმები, ერთი საშუალო ზომის საწური ან 5-6 პატარა ჭიქა. (ჭიქებს დრენაჟისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ფენა სამზარეულოს ხელსახოცი ჩაუფინოთ ძირზე და გამოცვალოთ რამდენიმე საათში ერთხელ). საწურის გამოყენება ჯობია, ზედმეტი სითხე მარტივად იწურება და პასკა უფრო მშრალი და გემრიელი გამოდის.

გარეცხეთ დოლბანდი და კარგად გაწურეთ, სამჯერ გადაკეცეთ და ჩააფინეთ ფორმაში ისე, რომ გვერდები გადმოვიდეს. გაანაწილეთ მასა, გადააფარეთ გადმოსული დოლბანდი და დაადეთ სიმძიმე. გააცივეთ მინიმუმ 12 საათით.

შეგიძლიათ პასკის სანელებლების დამატებაც : დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი, მუსკატი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *