1002031_699544523396915_1735195570_n

ბანოფი

ბანოფი სრულიად გასაგიჟებელი დესერტია, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების რჩეული, N1 ნამცხვარი. არავინ იჯერებს, რომ ვამბობ მარტივია-თქო, გამოცხობაც კი არ სჭირდება. თუმცა, თავად შეაფასეთ :)

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
3 ბანანი
250 გრ ხრაშუნა ორცხობილა 
100 გრ კარაქი
100 გრ მასკარპონე
200 გრ ნაღები 33%იანი
1/3 ჭიქა შაქრის პუდრი
2 ქილა მოხარშული შედედებული რძე იგივე “ზგუშჩონკა”
კაკაო

მომზადება:
დაადნეთ კარაქი. ჩოპერში დაფქვით ორცხობილა ფქვილისებური მასის მიღებამდე. შეურიეთ გაგრილებული კარაქი. ტორტის გასახსნელ ფორმას მოხსენით ძირი, გამოჭერით ძირის ზომის პერგამენტი (ძირი აღარ დაგვჭირდება. ფორმის დიამეტრს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა), დააფინეთ განიერ თეფშზე, ფორმის მრგვალი კედელი დადეთ ამავე თეფშზე, გადაიტანეთ კარაქიანი ორცხობილა და ჩატკეპნეთ კარგად, კოვზის ზურგით, შეინახეთ მაცივარში.

დაჭერით ბანანი, ცივი ნაღები ათქვიფეთ კრემის კონსისტენციამდე, სასურველია ჭურჭელი და მიქსერის ჩხირებიც გააცივოთ მაცივარში. შეურიეთ შაქრის პუდრი და მასკარპონე.

ორცხობილა-კარაქის ძირზე მოაწყვეთ ბანანი, წაუსვით შედედებული რძე, მასკარპონეს კრემი და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მირთმევის წინ მოაყარეთ კაკაო. 

2 thoughts on “ბანოფი

  1. ხრაშუნა ორცხობილა ცალკეეიყიდება ნამცხვრისთვის? რომელია ფოტოთი ვერ მივხვდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *