DSC_7257_s

შვრიის მაფინები ქიშმიშით

პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ფქვილი თითქმის მთლიანად ჩავანაცვლე დაფქული შვრიით, შედეგი იყო გადასარევი, ბავშვებსაც მოეწონათ, მეც ნაკლები სინდისის ქენჯნით მივირთვი საღამოს, ორი ცალი თანაც :) თუ გადაწყვეტთ ასეთი მაფინების გამოცხობას, მოიმარაგეთ:

შვრია 200 გრ

ყავისფერი შაქარი 170 გრ

კვერცხი 2

არაჟანი 3 ს.კ

ზეთი 3 ს.კ

ფქვილი 4 ს.კ

გამაფხვიერებელი 1,5 ჩ,კ

მარილი მწიკვი

ქიშმიში 2 მუჭა

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შვრია დაატრიალეთ ჩოპერში ან სამზარეულოს კომბაინში. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ არაჟანი, ზეთი. გადადით ხელის სათქვეფზე, დაუმატეთ შვრია და ბოლოს ფქვილში არეული მარილი და გამაფხვიერებელი. დიდხანს მორევა საჭირო არ არის. ბოლოს დაუმატეთ გარეცხილი ქიშმიში.

ცომი ჩაასხით კარაქწასმულ ფორმებში (ან ქაღალდის ფორმებში). სულ 10 მაფინი გამოგივათ. აცხვეთ 25-30 წუთი ან მაფინების შეწითლებამდე. გემრიელია თბილი.