10922626_926838384000860_7964177980767517219_n

დონატები

ღუმელში გამომცხვარი დონატების უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებკალორიული და უფრო ჯანსაღია. საკმაოდ მარტივი რეცეპტია, გირჩევთ სცადოთ :)

მასალა:
300 მლ თბილი რძე
2 ს.კ საფუარი
110 გრ შაქარი (1/2 ჭიქა)
2 კვერცხი
2 ს. კ დამდნარი კარაქი
1 ჩ.კ მარილი
600 გრ ფქვილი

მომზადება:
1.აიღეთ მოზრდილი ჯამი. ჩაასხით თბილი რძე. ჩაყარეთ საფუარი რძეში და გააჩერეთ 15 წუთი
2. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ფქვილის გარდა და ათქვიფეთ მიქსერით ან ხელით
3. დააცერით ფქვილი, მოზილეთ ცომი ხელით ან მიქსერით, ცომის ჩხირებით. მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ხელზე ოდნავ ეკრობა. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილად 1 საათი.
4. ამოსული ცომი გადმოიღეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაზილეთ ბუშტები რომ დასკდეს, გაჭერით სამ ნაწილად. გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სანტიმეტრზე. ამოჭერით განიერი ჭიქით, გული ამოჭერით წყლის ბოთლის პატარა თავსახურით. ფქვილმოყრილ ფირფიტაზე ან პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყვეთ დონატები და გადააფარეთ ტილო. ასე დატოვეთ 45 წუთი.
5. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დონატები აცხვეთ 10-15 წუთი, ძალიან არ გამოაშროთ, ოდნავ რომ შეწითლდება გამოიღეთ. ამ რაოდენობის ცომით 2 ფირფიტა გამოვიდა.

მორთვა:
1. დაადნეთ 50 გრ კარაქი, შეგრილებულ დონატებს ორივე მხრიდან გადაუსვით ფუნჯით და ამოსვარეთ წინაწარ მომზადებულ შაქარისა და დარიჩინის ნაზავში.
2. წაუსვით ნუტელა და მოაყარეთ დაჭრილი თხილეული, კანფეტები ან ქოქოსის ფანტელი.
3. ჩემი ვარიანტი: შაქრის პუდრი და დარიჩინი მოაფქვიეთ საცერის დახმარებით.