12873415_10205484442982719_1738672968_o

ვაფლი

ასეთი ვაფლის გამოსაცხობად დაგჭირდებათ სპეციალური ვაფლის საცხობი, ბედნიერების მომნიჭებელი მოწყობილობა, რომელიც ყველა სამზარეულოში უნდა მოიძებნებოდეს :)

✔ რეცეპტი N1
ეს ვაფლი, კნატუნა და უფრო მარილიანია, ვიდრე ტკბილი. თუმცა თაფლის მოსხმის შემდეგ იდელურია.
მასალა:
2 კვერცხი
1 ს.კ შაქარი
300 მლ რძე
225 გრ ფქვილი+2 ჩ.კ გამაფხვიერებელი+1/4 ჩ.კ მარილი
100 გრ დამდნარი და გაგრილებული კარაქი

მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და რძესთან ერთად, დაუმატეთ ფქვილი, კარგად აურიეთ. ბოლოს შეგრილებული კარაქი. კარაქის ჩასხმის შემდეგ დიდხანს მორევა აღარ სჭირდება. გააცხელეთ ვაფლის საცხობი და დაასხით დაახლოებით 2 ს. კ ცომი. აცხვეთ 5-7 წუთი.

✔ რეცეპტი N2
ეს ვაფლი უფრო რბილი და ტკბილია ვიდრე პირველი.
მასალა:
2 კვერცხი
2 ჭიქა ფქვილი
1 3/4 ჭიქა რძე
1/2 ჭიქა ზეთი
2 ს.კ შაქარი
4 ჩ.კ გამაფხვიერებელი
1/5 ჩ.კ მარილი
1 პაკეტი ვანილი

მომზადება: კარგად ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ ინგრედიენტები ასეთი თანმიმდევრობით, მორევა არ დაგავიწყდეთ: ფქვილი (გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად), შაქარი, ვანილი, რძე, ზეთი. გააცხელეთ ვაფლის საცხობი. აცხვეთ 5-7 წუთი ან ვაფლის შეწითლებამდე.