31

ქართული “ამერიკული გოგრის ნამცხვარი”

გოგრის ნამცხვარი წარმოშობით ჩრდილოეთ ამერიკიდანაა და ორ საუკუნეზე მეტია  მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სადილის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, აშშ-ში და კანადაში, მთელი შემოდგომა და ზამთარი აქტუალურია, ხშირად ახალი წლის სუფრასაც ამშვენებს, ჰელოუინზე რომ არაფერი ვთქვათ.

რეცეპტი საშუალო სირთულისაა, ვეცადე მაქსიმალურად გამემარტივებინა და მომერგო ქართული რეალობისთვის, როგორც წესი, აშშ/კანადაში კონსერვირებულ პიურეს იყენებენ, ჩვენ ორთქლზე მოხარშული გოგრით ჩავანაცვლებთ.

მაშ ასე, ამერიკული გოგრის ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ:
(ცომი)

240 გრ ფქვილი;

100 გრ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი;

მწიკვი მარილი;

1 ს.კ შაქარი;

100 მლ რძე.
გარდა ამისა:
ორთქლზე მოხარშული გოგრის რბილობი 600 გრ;
3 კვერცხი;
200 გრ არაჟანი;
1/2 ჭიქა შაქარი (სასურველია ყავისფერი)
მწიკვი მარილი;
1/4 ჩ.კ დარიჩინი;
1/4 ჩ.კ მუსკატი;
1/4 ჩ.კ ჯანჯაფილი.

ცომის მომზადება: თუ სამზარეულოს კომბაინი გაქვთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ჩაუშვით და 2 წუთი საშუალო სიჩქარით დაატრიალეთ. როდესაც მასა გახდება ფხვიერი ჩაამატეთ რძე, ცომი შეიკვრება და მზადაა.
თუ ხელით ზელთ, მაშინ ფქვილი, მარილი და შაქარი აურიეთ, დაუმატეთ კარაქი და თითებით გააფხვიერეთ, ფქვილისებური მასის მიღებამდე, დაუმატეთ რძე და სწრაფად მოზილეთ ცომი.
ცომი გაახვიეთ ცელოფანში და მინიმუმ 30 წუთით შეინახეთ მაცივარში.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ ცხიმწასმულ ტარტის ან ნამცხვრის გასახსნელ ფორმაში. ამოიყვანეთ გვერდები, ძირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და შედგით ღუმელში 15-20 წუთით.

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მოხარშული გოგრა დაატრიალეთ კომბაინში ან ბლენდერში, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. კვერცხი და გოგრა აურიეთ, დაუმატეთ სანელებლები და არაჟანი. (მე ეს ყველაფერი მიქსერით გავაკეთე, მასა საკმაოდ თხელი გამოვიდა, მაგრამ საშიში არაფერია, ცხობისას გამაგრდა.)
მოკლედ, გოგრიან მასას ჩაასხამთ ნახევრად გამომცხვარ ცომში და შეაბრუნებთ ღუმელში 45 წუთით.
გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით