12301543_1106573342694029_4263496898534128440_n

ბრაუნი

დაგჭირდებათ:
200 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
მწიკვი მარილი
4 კვერცხი
200 გრ შაქარი (სასურველია ყავისფერი)
100 გრ ფქვილი+1ჩ.კ გამაფხვიერებელი+3ს.კ კაკაო

კარაქი და შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე, გააგრილეთ., დაუმატეთ მარილი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, კვადრატულ ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ გაგრილებული შოკოლადი, მოურიეთ და ბოლოს დააცერით ფქვილში არეული კაკაო და გამაფხიერებელი. ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30 წუთი. (დრო მოცემულია ელექტრო ღუმელისთვის, ზედა-ქვედა სიმხურვალე).
გააგრილეთ და რამდენიმე საათით შეინახეთ მაცივარში. დაჭერით კვადრატებად და გემრიელად მიირთვით