12400527_1130795293605167_3385187713006323684_n

ამერიკული ვაშლის ნამცხვარი

მოიმარაგეთ
ცომისთვის:
200 გრ კარაქი
2 ს.კ შაქარი
1/2 ჩ.კ მარილი
350 გრ ფქვილი
1/3 ჭიქა ცივი წყალი

კუბებად დაჭრილი კარაქი, ფქვილი, მარილი, შაქარი ჩაყარეთ ჯამში და ხელით ასრისეთ, უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ნელ-ნელა დაიწყეთ წყლის დამატება, მასა შეიკვრება თუ არა, შეწყვიტეთ ზელა, დაამრგვალეთ ცომი, მოაჭერით 1/3 ნაწილი და ორივე გუნდა შეფუთეთ საკვებ პარკში. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. ან, უფრო მარტივად – მშრალი ინგრედიენტები ჩაყარეთ სამზარეულოს კომბაინში, დააქუცმაცეთ კარაქი, ფქვილისებური მასის მიღების შემდეგ დაუმატეთ წყალი.

გულსართისთვის:
5 ცალი ვაშლი (მაგალითად ანტონოვკა)
3 ს.კ ყავისფერი შაქარი
1/2 ჩ.კ დარიჩინი
30 გრ. დამდნარი კარაქი
1 ს.კ ფქვილი
1/2 ლიმონის წვენი

1 კვერცხის გული და 1ს.კ რძე ზემოდან წასასმელად.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

გათალეთ ვაშლი, გაჭერით ოთხად, გამოაცალეთ გული და დაჭერით კუბებად. გადაიტანეთ ჯამში და აურიეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი.

ტარტის ან ტორტის გასახსნელ ფორმას წაუსვით კარაქი. გამოიღეთ ცომის მოზრდილი ნაჭერი, ფქვილმოყრილ ფიცარზე გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფორმაში. ზედმეტი ცომი მოაჭერით. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას. დააყარეთ ვაშლი. ცომის კიდეებს წაუსვით კვერცხის და რძის ნარევი. გამოიღეთ პატარა ცომი, გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად – სულ 8-10 ზოლი დაგვჭირდება. დააფინეთ ვაშლზე, 4 სიგრძეზე და 4 სიგანეზე. გადაუსვით კვერცხი და შედგით ღუმელში. დასაწყისისთვის ჩაურთეთ ქვედა სიმხურვალე, დაახლოებით 20-30 წუთში გადართეთ ზედა-ქვედაზე და კიდევ 20 წუთი გამოაცხვეთ, ან გამოიღეთ შეწითლებისთანავე.