11988614_1063781113639919_3043031985709451871_n

SMOOTHIE BOWL

2015 წლის ტრენდი ჯანსაღ კვებაში, რომელმაც დაიპყრო ინსტაგრამი და პინტერესტი.
იდეალური საუზმე ან წასახემსებელი საშუალება, მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.

როგორ მოვამზადოთ SMOOTHIE BOWL:
თუ ხშირად აკეთებთ “სმუზებს” და გაქვთ ფავორიტი კომბინაცია, მაშინ მოამზადეთ იგივე რეცეპტით, ოღონდ ნაკლებად თხელი, უფრო იოგურტის კონსისტენციის, დაუმატეთ დაჭრილი ბანანი, სეზამის მარცვლები, გაყინული კენკრა (ან ნებისმიერი ცოცხალი ხილი) და გრანოლა (ან მიუსლი). თხილი, ნუში, შავი შოკოლადი, დარიჩინი, ქოქოსი და ა.შ თქვენი გემოვნებით.
როგორ მოვამზადოთ “სმუზი”: ჩემი რეცეპტი ასეთია: 1 ბანანი, ერთი მუჭა გაყინული კენკრა (ნებისმიერი სახეობა ან მიქსი), 2-5 ს.კ მაწონი აურიეთ ბლენდერში, მაწვნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოდაოდენი წყალი ან ქოქოსის რძე.
ბანანი შეგიძლიათ წინასწარ გაყინოთ – დაჭრათ და ყინვაგამძლე კონტეინერში შეინახოთ.